სასაწყობო მომსახურება
საწყობებით მომსახურება და შენახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებისთვის. მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერი სახის ტვირთი, შეთანხმებული ვადის განმავლობაში საიმედოდ და დაცულად შეინახოს როგორც ღია ასევე დახურულ საწყობებში დროებით ან გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში. ეს სერვისები გადამწყვეტია ტვირთების ეფექტური მართვისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს პორტების გავლით რეგიონულ ვაჭრობაში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გადაზიდვებს კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებში.
დასაწყობების მომსახურების მოკლე ჩამონათვალი:
- ნაკრები ტვირთების კონსოლიდირება შემდგომი ტრანსპორტირებისათვის.
- ტვირთის დახარისხება, შეფუთვა, ეტიკირება, პალეტიზაცია
- ტვირთის ინსპეკტირება
- ტვირთების დროებითი/გრძელვადიანი დასაწყობება
- საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიტანა
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@activelogistics.ge
