ძირითადი ტერმინები

ძირითადი ტერმინები

საზღვაო კონოსამენტი

საზღვაო გადამზიდავსა და გამგზავნს (ექსპორტიორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულება გენერალური ტვირთების გადაზიდვის თაობაზე ერთი სახელმწოფის პორტიდან მეორე სახელმწიფოს პორტამდე. განასხვავებენ 2 სახის საზღვაო კონოსამენტს.

რომელსაც გამოწერს საზღვაო გადამზიდავი და გამგზავნისა (ექსპორტიორისა) და მიმღების (იმპორტიორის) გრაფებში, შესაბამისად, მიეთითება სატრანპორტო – საექსპედიტორო კომპანიების რეკვიზიტები.

რომელსაც გამოწერს გამგზავნი (ექსპორტიორი) სატრანპორტო – საექსპედიტორო კომპანია და გამგზავნისა (ექსპორტიორისა) და მიმღების (იმპორტიორის) გრაფებში, შესაბამისად, მიეთითება ტვირთის გამყიდველი და მყიდველი.

² შიდა საზღვაო კონისამენტი გამოწერის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სატრანსპორტოსაექსპედიტორო კომპანიებს, რომლებიც არიან სატრანპორტოსაექსპედიტორო კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის (.. FIATA) წევრები.

ორგანიზაცია, რომელიც ეწევა დამოუკიდებელ საქმიანობას და, დამკვეთის სურვილის შესაბამისად, უზრუმველყოფს განსაზღვრული ტვირთების დატვირთვის ადგილიდან გადმოტვირთვის ადგილამდე ყველა საჭირო პროცედურების ჩატარებას და მასთან დაკავშირებული ფინანსურ მხარდაჭერას.

ნებისმიერი სახის მომსახურებაა, რომელიც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, კონსოლიდაციასთან, დასაწყობებასთან, ტვირთების გადამუშავებასთან, შეფუთვა-განაწილებასთან და მათთან დაკავშირებულ დამხმარე და საკონსულტაციო მომსახურებებთან, რომელშიც გაერთიანებულია როგორც საბაჟო და ფინანსური ასევე ტვირთების დაზღვევის საკითხები.

ნებისმიერი სახის საქონელი, რომელიც გადატანილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით.

ნივთი ან ნივთიერება, რომელიც გარკვეულ საფრთხეს უქმნის, როგორც ადამიანის ჯანმრელობას ასევე სატრანპორტო საშუალებას და, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას გადაზიდვის დროს.

საქონელი, რომელიც კარგავს ღირებულების უდიდეს ნაწილს, თუ ამ ტვირთის ტრანსპორტირება შეფერხდა გაუთვალისწინებელი დროით.

ტვირთი, რომლის ზომები არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.

ტვირთი, რომელიც არ არის სახიფათო, არასტანდარტული და მალფუჭებადი.

ტვირთების გადაზიდვის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც რამდენიმე გამგზავნის (ექსპორტიორის) შეფუთული ტვირთი თავსდება მათთვის გამოყოფილ ერთ სატრანპორტო საშუალებაში (მანქანა, კონტეინერი, ვაგონი და სხვ.) და თითოეულ ტვირთზე ნაწილდება დატვირთვის მაქსიმალური მაჩვენებელი.

ტვირთების ტრანპორტირების ისეთი ფორმაა, როდესაც დატვირთვის ადგილიდან გადმოტვირთვის ადგილამდე ამ ტვირთვის გადაზიდვა მოითხოვს 2 სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალბის გამოყენებას მაინც.

ნებისმიერი იურიდიული ან ფუზიკური გამყიდველი (ექსპორტიორი) პირი.

ნებისმიერი იურიდიული ან ფუზიკური მყიდველი (იმპორტიორი) პირი.

ტვირთების სტაციონარული შეფუთვის სახე, რომლის დამზადების დროსაც გამოიყენება ხის მასალა და აქვს სტანდარტული ზომები.

საბაჟო საბუთი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს გარკვეული ტვირთი დროებით გაგზავნოს ან გადაიტანოს სხვა ქვეყანაში საბაჟო და სხვა გადასახადების გადახდის გარეშე.

საბუთი, რომელიც ადასტურებს ნებისმიერი ტვირთის წარმოშობის კანონიერებას.

ტვირთების ტრანსპორტირების დროს წარმოქმნილი გადაულახავი შემთხვევა, რომელიც ხელს უშილს ტვირთის ტრანსპორტირების მთლიანად ან ნაწილობრივ განხორციელებას.

დიდი მოცულობის რკინის მასალისგან დამზადებული ყუთი, რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება ტვირთების სხვადასხვა სატრანპორტო საშუალებებით გადაზიდვისას ამ ტვირთების ხელახალი დატვირთვა გადმოტვირთვის გარეშე.

საექსპედიროტო საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღება-გადამუშავებას, ტრანსპორტირებას, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის მართვას, სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეფუთავს, დასაწყობებას და მათთან დაკავსირებულ დამატებით მომსახურებას.

კონტეინერების საზღვაო ხომალდიდან, სარკინიგზო სატრანპორტო საშუალებიდან ხმელეთზე გადმოტვირთვის და ხმელეთიდან საზღვაო ხომალდზე სარკინიგზო სატრანპორტო საშუალებზე დატვირთვის მომსახურების ღირებულება.

რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებულია ორი ან მეტი გამგზავნის (ექსპორტიორის) ტვირთი.

რაც ნიშნავ იმას, რომ ერთი სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებულია მხოლოდ ერთი გამგზავნის (ექსპორტიორის) ტვირთი.

Scroll to Top